პროექტი



1. პროექტის სახელწოდება:  ლონდონის ღირსშესანიშნაობები (Sightseeing In London)

2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები გაეცნონ უცხო ქვეყნის (დიდი ბრიტანეთის) არქიტექტურულ/კულტურულ ღირსშესანიშნაობებს. მოიძიონ და ამოკრიბონ, იმსჯელონ და დაამუშაონ მნიშვნელოვანი ფაქტები მათ შესახებ, მოამზადონ კედლის გაზეთი ფოტოებით და შეძლონ მარტივი წინადადებებით ამ თემაზე საუბარი

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეთა დაინტერესება და აღჭურვა იმ ქვეყანის შესახებ საჭირო ინფორმაციით, რომლის ენასაც სწავლობენ;

4. პროექტის მიზნები: კულტურათა დიალოგი; მეტყველების უნარის განვითარება;

5. მონაწილეთა ასაკი: 10 წელი (მეოთხე კლასის მოსწავლეები)

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები: განივითარებენ ჯგუფური მუშაობის უნარებს, გაეცნობიან და შეისწავლიან პრეზენტაციის გაკეთების ხერხებსმოსწავლეები შეძლებენ საუბარს მოპოვებული ინფორმაციის გამოყენებით

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ეკრანი, ინტერნეტი, წიგნი, ფორმატი, ფოტოები;

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1.ჯგუფებად განაწილება და კონკრეტული ღირსშესანიშნაობის შერჩევა; 2. ვადების და კონკრეტული აქტივობების შეთანხმება; 3. ინფორმაციის მოძიება; 4. მოძიებული ინფორმაციის დამუშავება; 5. ინფორმაციის კედლის გაზეთზე მოთავსება; პრეზენტაცია; 6. შეფასება/უკუკავშირი;

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური ენა, ხელოვნება, ბუნება;

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა ქართლელიშვილი - ინგლისური ენის მასწავლებელი

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: teonakartlelishvili@gmail.com

13 პროექტის ვებგვერდი/ ბლოგი: istteona.blogspot.com


No comments:

Post a Comment