Monday, November 19, 2018


ტრენინგის რეფლექსია
ჩემს მიერ ტრენინგზე დასწრების მთავარი მიზანი იყო გამეუმჯობესებინა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი საგაკვეთილო პროცესში, რადგან თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას ტექნოლოგიის განვითარებისთან ერთად. რადგან სასურველია, რომ მასწავლებელი ყოველთვის იყოს მოწოდების სიმაღლეზე, უწყობდეს ფეხს მოთხოვნებს, რომელსაც მის წინაშე აყენებს მოსწავლე, გაკვეთილი იყოს უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი მასალით გამდიდრებული და მიწოდებული, ვთვლი, რომ აუცილებელი იყო იმ სტრატეგიების ცოდნა, რაც კონკრეტულად ამ ტრენინგმა მომცა. გარდა იმისა, რომ დავხვეწე წინარე ცოდნა, ასევე შევისწავლე უამრავი ახალი მეთოდი, თუ როგორ მოვიძიო კონკრეტული ინფორმაცია, ფოტოები. შევისწავლე საოფისე პროგრამების ისეთი ნიუანსები, რომლებიც ძალიან გამიადვილებს მუშაობას კონკრეტულ საკითხებზე. შევისწავლე რესურსის შექმნა Power Point-ში, ვიმუშავეთ ბლოგის შექმნასა და მასში საჭირო ინფორმაციის ატვირთვაზე, სასწავლო პროექტის ძირითადი მონახაზის შექმნაზე, გავეცანი სასარგებლო ბმულებს, რომლებსაც აუცილებლად გამოვიყენებ მასალების გასამდიდრებლად.
ვფიქრობ, რომ ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო, რადგან მომცა ფაქტობრივი ცოდნა ისეთი საკითხებისა, რომლებსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს 21-ე საუკუნის პედაგოგი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტრენინგი მიმდინარეობდა ძალიან სასიამოვნო გარემოში, საუკეთესო პროფესიონალის და ყურადღებიანი ტრენერის ხელმძღვანელობით. დიდი სიამოვნებით კიდევ მივიღებ მონაწილეობას მსგავსი ტიპის ტრენინგებში ცოდნის გაღრმავების მიზნით.